სამართალი
სასამართლო მერაბ მორჩაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო მოწმის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მოწმის მოსყიდვის ბრალდების საქმეზე მ. მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.
როგორც სასამართლოში აცხადებენ, მ. მ.-ს ბრალად ედება მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისთვის მოწმის მოსყიდვა ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით.
მათივე ცნობით, საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, ერთ-ერთ მოწმესთან სახლში მივიდა, გაეცნო როგორც ნათესავი და მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გ.ჯ.-ს მამის მეგობარი. მ.მ მას გადასცა თანხა 200 ლარის ოდენობით და პერიოდულად თანხის გადაცემის მიზნით უკავშირდებოდა მოწმეს. მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ ბრალდებული მ.მ კვლავ ეწვია მოწმეს სახლში და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მკვლელობაში ბრალდებულის სასარგებლოდ ჩვენების შეცვლა შესთავაზა(ურჩია).
„აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის მიერ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ჩადენილი ქმედების სპეციფიკა, მიზანი, ის გარემოება, რომ სავარაუდო დანაშაული მიმართულია მტკიცებულებათა მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ, რაც ბრალდებულისა და საქმეზე დაკითხული ძირითადი მოწმეების ურთიერთობის, ასევე ბრალდებულის სავარაუდო ქმედებების გათვალისწინებით, ქმნის მაღალ რისკებს ანალოგიური მეთოდებით დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებთან მიმართებაში“, - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 30 ივლისს 12:00 საათზე გაიმართება.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


