პოლიტიკა
სასამართლო იმართება კონკრეტული ჯგუფის მიერ და ეს უფრო საშიშ ფორმებს იღებს - ნაზი ჯანეზაშვილი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი გამოეხმაურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ირაკლი შავაძის განცხადებას, რომელმაც დახმარება სთხოვა არსამთავრობო სექტორს. შავაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი ზეწოლაში დაადანაშაულა და არ გამორიცხა, რომ მამისეიშვილის გამო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ის უვადო მოსამართლედ არ გაამწესა.
კითხვაზე, რამდენად საგანგაშოა ეს განცხადება, ჯანეზაშვილმა უპასუხა, რომ სასამართლო სისტემა იმართება კლანური ჯგუფის მიერ, რაც საშიშ ფორმებს იღებს.
„სასამართლო რომ იმართება კლანისგან, ამას მოწმობს თუნდაც დღეს წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც დასახელებულნი არიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე. ვნახოთ, საბჭო ვის აირჩევს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ დღითიდღე უფრო ვრწმუნდებით არა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, არამედ საზოგადოებაც, რომ სასამართლო იმართება კონკრეტული ჯგუფის მიერ და ეს უფრო საშიშ ფორმებს იღებს“, -თქვა ჯანეზაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


