სამართალი
სასამართლო იბერია ტვ-ის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ლაცაბიძეს მომდევნო სხდომაზე დაკითხავს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “იბერია”-ს სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა.
საქალაქო სასამართლოში გუშინ გამართულ სხდომაზე დაიკითხა ,,ჯორჯიან პროდაქშენ გრუპის“ იურისტი კობა კვანტალიანი, რომელიც ამავდროულად არის ამ ჯგუფში შემავალი შპს-ების - ტელეკომპანია ,,აისის“ დირექტორი და ტელეიმედის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
სასამართლოს წინაშე მოწმის სახით დაკითხვისას კვანტალიანმა განაცხადა, რომ იბერია TV-ს კუთვნილი - B 106 ლიცენზია 2013 წლის ოქტომბერში, მორიგების აქტის საფუძველზე ,,ჯორჯიან პროდაქშენ გრუპის“ ხელმძღვანელობის გადაწვეტილებით დაუბრუნდა ამ ლიცენზიის თავდაპირველ მფლობელს ტელეკომპანია ,,იბერიას.“
როგორც კობა კვანტალიანმა აღნიშნა, მორიგების აქტი შედგა იმის გათვალისწინებით, რომ თავის დროზე ტელეკომპანია ,,იბერიისთვის“ აღნიშნული ლიცენზია იძულებით იყო ჩამორთმეული და ,,ჯორჯიან პროდაქშენ გრუპს“ ეს ლიცენზია არ ეკუთვნოდა.
,,B 106 ლიცენზია აღმოჩნდა ჩვენს მფლობელობაში და რომ გავეცანით დოკუმენტაციას, დადგინდა, რომ ეს ლიცენზია ჩვენ არ გვეკუთვნოდა და დავუბრუნეთ ,,იბერიას“, - აღნიშნა კობა კვანტალიანმა.
გუშინდელ სხდომაზევე ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა, შოთა კახიძემ რუსთავი 2-ის გადაცემაში ,,კვირის აქცეტები“ 30 სექტემბერს გასული ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს ის ნაწილი გამოიკვლია, სადაც ,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ,,იბერიასთან“ დაკავშირებით 2004 წელს მომხდარ მოვლენებში ირაკლი ოქრუაშვილის და ქიბარ ხალვაშის ,,ცუდ როლზე“ საუბრობს.
გარდა ამისა, დაცვის მხარემ, კერძოდ კი, თავად ბრალდებულმა, გიორგი ლაცაბიძემ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების ნაწილი გამოიკვლია.
საბოლოოდ, მოსამართლემ დაცვის მხარეს მტკიცებულებების გამოკვლევის დასასრულებლად მომდევნო სხდომა განუსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილი მოწმეები (ქიბარ ხალვაში და იოსებ მგელაძე) შემდეგ სხდომაზე არ გამოცხადდებიან, ისინი მოიხსნებიან დასაკითხ პირთა სიიდან.
მომდევნო სხდომაზე დაიკითხება თავად ბრალდებული გიორგი ლაცაბიძეც.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
საქმეზე მომდევნო სხდომა 13 ნოემბრის 17:00 საათისთვის ჩაინიშნა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


