სამართალი
სასამართლო დღეს ახალქალაქის ინციდენტში ბრალდებული პირების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს
სასამართლო ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წევრებზე თავდასხმაში ბრალდებული პირების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს.
პროკურატურამ ბრალი სულ ხუთ პირს წაუყენა. მათ შორის დეპუტატის, ენზელ მკონიანის ოჯახის სამი წევრია.
მათ წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით არის აღძრული.
ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების მიზეზად პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევას ასახელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, გრიგოლ ვაშაძის შტაბი მმართველი პარტიის 30-მდე აქტივისტმა ამ სწორედ ფაქტის შემდეგ დაარბია.
„განხილული იქნება აღკვეთის ღონისძიების საკითხი ამ ხუთი პირის მიმართ და როგორც შეგვიძლია ვივარაუდოთ, ხუთივეს მიმართ ეს იქნება არასაპატიმრო ღონისძიება. გაუგებარია ჩვენთვის რატომ არ ხდება სათანადო სამართლებრივი შეფასება ამ ქმედების. ბუნებრივია, ეს წარმოშობს კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, მივა თუ არა ეს გამოძიება ჭეშმარიტებამდე და დადგენილი იქნება თუ არა სიმართლე,“-განაცხადა დაზარალებულების ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


