პოლიტიკა
სასამართლო დამოუკიდებლობის მხრივ, ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო ერთ-ერთი ლიდერია - ირაკლი კობახიძე
სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის, რადგან სასამართლო სისტემის ნდობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის კეთების კუთხით, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო და განაცხადა, რომ საქართველო ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და გაძლიერებაა.
„ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერების მიმართულებით და თუ სხვადასხვა კვლევას დავეყრდნობით, ამ მხრივ უკვე საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ. მაგალითად, Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს ევროკავშირის წევრი 11 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის მხრივ, რაც უდიდესი წარმატება და უდიდესი მიღწევაა. თუ აქამდე ამ მხრივ ვლიდერობდით ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის, ახლა უკვე ევროპის ქვეყნებს შორის ვართ ერთ-ერთი ლიდერები ამ მიმართულებით, რაც ნამდვილად ძალიან დიდი წარმატებაა. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის, რადგან სასამართლო სისტემის ნდობა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის კეთების საქმეში. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


