პოლიტიკა
„საქნახშირის“ წარმოების დირექტორი, შახტის დირექტორი და მთავარი ინჟინერი გაათავისუფლეს
„საქნახშირის“ წარმოების დირექტორმა გია ქარქაშაძემ, შახტის დირექტორმა აკაკი ახვლედიანმა და მთავარმა ინჟინერმა გიზო კირკიტაძემ თანამდებობები დატოვეს. ინფრომაციას პირველი არხი ავრცელებს.
„საქნახშირის“ გენერალური დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის თქმით, ის თანამდებობას კომპანიასი ტექნიკური სამუშაოებისა და კვლევის დასრულების შემდეგ დატოვებს.
„საქნახშირის“ პირველადი პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ გაგა ისაკაძემ განაცხადა, რომ ისინი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისგან ითხოვენ ოფიციალურ დოკემენტს, რომელიც კომპენსაციებს ეხებოდა. მან აღნიშნა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ შახტებში ახალი ტექნოლოგიები უნდა დაინერგოს.
დღეს ტყიბულში მეშახტეები აქციას მართავენ. ისინი „საქნახშირის“ ადმინისტარციის შეცვლას, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის ობიექტურ გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას, შახტების დროებით კონსერვაციასა და ამ დროის განმავლობაში მათი ხელფასით უზრუნველყოფას, ასევე სამუშაო ობიექტების მოდერნიზებას.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სურთ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრა პროფკავშირის, „საქნახშირის“ ადმინისტრაციისა, მეშახტეების დაკომპლექტებული ჯგუფისა და მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასევე დოკუმენტის შექმნა, რომლითაც დაკმაყოფილდება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნა.
აქციაზე მივიდა ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე, რომლის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა „საქნახშირის“ დირექტორ ჯამბულ ჯაყელს. ჯაყელმა განუცხადა ქალაქის თავს, რომ მეშახტეთა მოთხოვნები დღეს დაკმაყოფილდება და აქციის მონაწილეტა მიერ დასახელებული ყველა თანამდებობის პირი გათავისუფლდება თანამდებობებიდან.
ერთი კვირის წინ მინდელის სახელობის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 დაშავდა. შსს-ის გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
შსს გამოძიებას სსსკ-ის 240-ე მუხლიდ მეორე ნაწილით აწარმოებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


