სამართალი
საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ გურამ რჩეულიშვილი საპატიმროში დაბრუნდება - დავით გუმბერიძე
სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განმარტებით, ბრალდების მხარემ დღევანდელ პროცესზე გურამ რჩეულიშვილისთვის პასპორტის ჩამორთმევის შუამდგომლობით იმიტომ მიმართა, რომ იგი სასამართლოს არ მიემალოს.
ამის შესახებ გუმბერიძემ დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა.
„ბრალდების მხარემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დავაყენეთ შუამდგომლობა გირაოს გამოყენების თაობაზე, და ასევე პარსპორტის ჩამორთმევის შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს იქნება ბერკეტი ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველსაყოფად, რათა ის სასამართლოს არ მიემალოს“,-განმარტა პროკურორმა.
მისი თქმით, დაცვის მხარე მთელი 7 თვის განმავლობაში პროცესს ხელოვნურად წელავდა, ხან რჩეულიშვილის და ხან მისი ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობას იმიზეზებდა.
„ჩვენ მიგვაჩნია,რომ სულ მალე უნდა დასრულდეს სასამართლო პროცესის განხილვა, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე მთელი შვიდი თვის განმავლობაში უსაფუძვლოდ გადადებდა პროცესებს, იყო მიზეზები ჯანმრთელობის მდგომარეობა, ცალკე ბრალდებულების და ცალკე ადვოკატების. ყველაფერი ეს იყო ხელოვნურად შექმნილი მიზეზები რათა პროცესი გაჭიანურებულიყო“,- აღნიშნა დავით გუმბერიძემ.
პროკურორმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, გურამ რჩეულიშვილი საპატიმროში დაბრუნდება.
„თუმცა ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ რამდენიმე დღეში დასრულდება საქმის არსებითი განხილვა და გურამ რჩეულიშვილი დაუბრუნდება იმ ადგილს სადაც ცხრათვიანი პატიმრობის ვადა გაატარა, რადგან დადგება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი“,-აღნიშნა პროკურორმა.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გურამ რჩეულიშვილს პატიმრობის აღკეთის ღონისძიება, 30 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
გარდა ამისა, „ბათუმის მაგნოლიის“ ეპიზოდზე ბრალდებულს პასპორტი ჩამოერთვა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


