სამართალი
საქმეში ორი დანა ფიგურირებს, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით, სხვა დასკვნებითაც და მოწმეების ჩვენებითაც - ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი
საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დაიკითხა 6 მოწმე, მათ შორის არიან ირიბი მოწმეები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობდნენ ინციდენტში, თუმცა, როგორც მოკლული მოზარდების მეგიობრებს, აქვთ ინფორმაცია მოვლენების განვითარების შესახებ.
პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, რომ მკვლელობაში ორი დანა ფიგურირებს, ერთ-ერთი მათგანით კი მოხდა დავით სარალიძისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენება.
„იდენტიფიცირებულია ის დანა, რომლითაც მოხდა დავით სარალიძეზე სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, მაგრამ არ მინდა გაგებული იყოს, თითქოს მხოლოდ ეს ჭრილობა იყო სასიკვდილო. დავით სარალიძეზე არის რამდენიმე დაზიანება გულმკერდისა და მუცლის ღრუს არეში. ექსპერტის დასკვნით დასტურდება, რომ შესაძლებელია ეს დაზიანებები გამოწვეული ყოფილიყო არამარტო ამ დანით, რომელმაც სასიკვდილო დაზიანება გამოიწვია, არამედ სხვა დანითაც, მათ შორის იმ დანით, რაც გამოძიების სტადიაზე იქნა ამოღებული. ამ ექსპერტიზის დასკვნით, არ დგინდება და ვერც დადგინდება თუ რამდენი დანა იყო გამოყენებული. ექსპერტიზა გვეუბნება შესაძლებობას, ჭრილობისას რა სახის დანა ან მჩხვლეტავი საგანი შესაძლოა ყოფილიყო გამოყენებული. მაგრამ საქმეში ორი დანა რომ ფიგურირებს, დადასტურებულია არა მხოლოდ ამ დასკვნით, არამედ სხვა დასკვნებითაც და მოწმეების ჩვენებითაც“, - განაცხადა პროკურორმა.
ფხაკაძის თქმით, ის შეხვდა დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს, რომელსაც განუმარტა ექსპერტიზის შედეგები.
როგორც ზაზა სარალიძემ 2 დღის წინ განაცხადა, ექსპერტიზის დასკვნა არის ბუნდოვანი და მის მიხედვით შეუძლებელია კონკრეტული დამნაშავის დადგენა.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, მომდევნო დღეს საავადმყოფოში დაიღუპა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


