უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

5 მაისი, 2017 18:00
font-size

საქმეში არსებობს გიორგი მამალაძეზე ისეთი პერსონალური მონაცემები, რომელიც ეხება მის მორალურ მხარეს, მისი ცხოვრების წესს - პროკურორი

სასამართლო სხდომა იმიტომ დავხურეთ, რომ არ გვინდა ვთქვათ, რომელ ჩვენს მოწმეზე განხორციელდა მუქარა, რა შინაარსის იყო ის და ვისი მხრიდან მოდიოდოდა. გვინდა პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება დავიცვათ, - ასე განმარტა ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესის დახურვის გადაწყვეტილება.

როგორც წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარი მოტივი და არგუმენტი იყო პროცესის მონაწილე პირთა უსაფრთხოება და გამოძიების ინტერესები, რადგან საქმეზე ძიება სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით კვლავ გრძელდება.

„ამასთან, ბრალდებულის მამხილებელი მტკიცებულებების ღია სხდომაზე გასაჯაროებამ, შეიძლება მესამე პირთა მხრიდან მცდარი, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება გამოიწვიოს, რაც საზოგადოებაში მღელვარებას და შფოთს შეიტანს. აქედან გამომდინარე, შეიძლება საზოგადოებრივ წესრიგს შეექმნას საფრთხე, მით უფრო საქმეში არსებობს გიორგი მამალაძეზე ისეთი პერსონალური მონაცემები, რომელიც ეხება მის მორალურ მხარეს, მისი ცხოვრების წესს. დაუშვებელია ღია სხდომებზე ამ დეტალების განხილვა. სამწუხაროა, რომ ადვოკატების მხრიდან მოხდა ფაქტების დამახინჯება, შუამდგომლობის არასწორი ინტერპრეტირება თითქოს პროკურატურამ საპატრიარქოს იმიჯი და რეპუტაცია გამოიყენა არგუმენტად. ეს არის აბსურდი“, - განაცხადა პროკურორმა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი