უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

9 ნოემბერი, 2018 13:00
font-size

საქმეში არსებობს არაერთი ვიდეომასალა, სადაც ისმის, თუ როგორ ითხოვს დათა ახალაია მეტ დაკავებულს - 26 მაისის აქციის დარბევის საქმის პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ბრალდების მხარე ერთ-ერთ დაზარალებულს დაკითხავს.

საქმის პროკურორის გიორგი მუჯირის განცხადებით, აღნიშნული პირი ისაუბრებს, როგორ განვითარდა 26 მაისს პროცესები.

„ეს არის ადამიანი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ იმ პირობებში, როდესაც მას სურდა ტერიტორიის დატოვება. ბრალდების არსიც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ორგანიზებულად მოაქციეს ალყაში, არ მისცეს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების საშუალება.

საქმეზე ათეულობით მოწმეა გამოკითხული. საქმეში არსებობს არაერთი ვიდეომასალა, როგორც მასმედიით გავრცელებული, ასევე ოპერატიული, სადაც ისმის, თუ როგორ ითხოვს დავით ახალაია მეტ დაკავებულს და ამ დაკავებულებზე ჰპირდება მეტ პრემიას", - განაცხადა მუჯირმა პროცესის დაწყებამდე.
26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი.

მათ შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე, ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი