პოლიტიკა
„საქმე გვაქვს პოლიტიკურ ნეპოტიზმთან“ - ირმა ნადირაშვილი გენერალურ პროკურატურას მიმართავს
„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიმიტრი გაბუნიას გავლენებზე საუბრობს და გენერალურ პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს, „კარგად გამოიძიონ დიმიტრი გაბუნიას გავლენები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“.
როგორც ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტს გიორგი მიროტაძე წარუდგინა, რომელიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას პარტნიორია.
„გიორგი მიროტაძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა შემოიტანა და პარლამენტს სთხოვა, მისი დამტკიცება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად. ეს ადამიანი სულ ცოტა ხნის წინ გამოკითხვაზე იმყოფებოდა პროკურატურაში. გიორგი მიროტაძე დაკითხეს შეწყალების საქმესთან დაკავშირებით და დაკითხეს იმის გამო, რომ ის არის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ბატონი გაბუნიას პარტნიორი იურიდიულ კომპანიაში.
როგორც ირკვევა, დიმიტრი გაბუნია არის ძალიან გავლენიანი ადამიანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პოლიტიკურ ნეპოტიზმთან. ბატონი გაბუნია პირდაპირ ახდენს გავლენას პრეზიდენტზე. ამის გამო, ჩვენ გვინდა პროკურატურას მივმართოთ, რომ კარგად გამოიძიოს ამ ადამიანების გავლენები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუ ის დაკავებულია ნეპოტიზმით, ჩვენ გვჭირდება ნათელი პასუხი დაკავებულია თუ არა ის შეწყალების საქმეში რაიმე როლის შესრულებით“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


