პოლიტიკა
საქმე გვაქვს ინტერპრეტაციის დიდ არეალთან - მარიამ ჯაში IRI-ის გამოკითხვაზე
უმრავლესობის წევრი მარიამ ჯაში გამოეხმაურა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) სოციოლოგიური გამოკითხვას, რომელიც პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგს ეხება. მისი თქმით, ის არასამთავრობოს მონაცემებს არ ენდობა, რადგან IRI-ის წინასაარცევნო რეიტინგი საბოლოო შედეგებს არ დაემთხვა.
„თუ ჩვენ გადავხედავთ პრეცედენტულად რამხელა სხვაობა ფიქსირდებოდა წინასაარჩევნო კვლევებსა და რეალურ შედეგებს შორის, მაშინ, როდესაც, აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან იყო ცალსახად დაფიქსირებული არჩევნების სანდოობა, გამჭვირვალობა და თავისუფლება, შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რომ აქ გვაქვს საქმე ინტერპრეტაციის დიდ არეალთან“, - გაანცხადა ჯაშმა.
შეგახსენებთ, რომ IRI-ის რეიტინგი ოფიციალურ პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, წინასწარ ცნობილი შედეგების თანახმად, კითხვაზე „ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს“, გამოკითხულთა 30% ხმას მისცემდა ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, 15 % - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 8%- „ევროპულ საქართველოს“.
კვლევის გამოქვეყნებული ნაწილის მიხედვით, ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია 67%-იანი რეიტინგით. მას მიჰყვება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო 65%-ით. მესამე ადგილზეა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 55%-ით. ოთხეულს ხურავს „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე 50%-ით.
IRI-ის გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია ორშაბათისთვისაა დანიშნული.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


