პოლიტიკა
საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, DCFTA-ისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს - გიორგი კვირიკაშვილი
დღეს გაიმართა ვებპორტალის, DCFTA.GOV.GE-ის პრეზენტაცია, რომელიც ემსახურება ინფორმაციის მიწოდებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ასოცირების შეთანხმების შესახებ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალური სარგებელი მიიღოს DCFTA-სგან, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს.
„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია DCFTA-ის ეფექტიანი იმპლემენტაცია იმისათვის, რომ მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ ამ კუთხით. მთავრობა აქტიურად ახორციელებს იმ რეფორმებს, რომელიც DCFTA-ით არის გათვალისწინებული. ეს ეხება როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ისე საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივ დაახლოებას. ასევე ეხება ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას სხვადასხვა სახელმწიფო ინსტრუმენტების საშუალებით, რათა მათ შეძლონ ევროპული რეგულაციების დანერგვა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიო ბაზრებისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ DCFTA.GOV.GE ხელს შეუწყობს საზოგადოების მეტ ჩართულობას რეფორმების პროცესში.
„იმედი მაქვს, რომ ეს ვებ-გვერდი ხელს შეუწყობს საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას რეფორმების განხორცილების პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხითაც“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ პოტენციალზე, რაც ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს
„ეს არის ეკონომიკური სტაბილურობა და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემო; მზარდი საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალი, ახალი ინიციატივები რეგიონალური და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის; მზარდი ტურისტული პოტენციალი; გაუმჯობესებული და პროფესიული, კვალიფიციური კადრების ზრდაზე ორიენტირებული განათლების სისტემა.
ყოველივე ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს როგორც მთავრობისგან, ისე საზოგადოების თითოეული წევრისგან. ამ მხრივ, ფასდაუდებელია ევროკავშირისა და სხვა დონორების დახმარება ყოვლისმომცველი რეფორმების გატარების პროცესში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მიზანს წარმოადგენს 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების განხორციელება, რაც ხელს შეუწობს ქვეყანაში ევროპული სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრებას, ასევე მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას, ეკონომიკური ზრდისათვის პირობების შექმნასა და დემოკრატიული პრინციპების შემდგომ განმტკიცებას.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


