პოლიტიკა
საქართველოსთან მიმართებით ჩვენი პოზიცია ცნობილია, სერიოზულად ვართ შეშფოთებულები ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლით, და ქვეყნის კიდევ უფრო დაშორებით ევროკავშირის გზისგან - ევროკომისიის პრესსპიკერი
საქართველოსთან მიმართებით ჩვენი პოზიცია ცნობილია, შეშფოთებული ვართ ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლითა და ევროკავშირის გზისგან დაშორებით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, გიუმ მეღსიმ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში რატომ არ ჩადის ევროკომისარი მარტა კოსი საქართველოში, მეღსიმ აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის ტურნე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის კონტექსტში განიხილება, საქართველოსთან დაკავშირებით კი ევროკომისიის პოზიცია ცნობილია.
მეღსის თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახლა გადამწყვეტი მომენტია.
„უპირველეს ყოვლისა, ვისაუბრებ ევროკომისარ მარტა კოსის ვიზიტის შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთში. ეს, რეალურად, უნდა განიხილებოდეს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო პროცესის კონტექსტში. ახლა ნამდვილად გადამწყვეტი მომენტი არის სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის და ევროკომისარი კოსი ამიტომაც ჩადის რეგიონში. კოსი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს იმის დასადასტურებლად, რომ ევროკავშირი მტკიცედ არის ერთგული სამშვიდობო პროცესის და სრული რეგიონული ნორმალიზაციის. მისი ძლიერი გზავნილი ჩვენი მხრიდან იქნება შესაძლებლობა, რომ გავაძლიეროთ ევროკავშირის თანამშრომლობა რეგიონში და, უფრო კონკრეტულად, შავი ზღვის სტრატეგიის ფარგლებში, ჩვენი დაკავშირებადობის დღის წესრიგის კონტექსტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვჯერა, რომ ეს იქნება კონტრიბუცია რეგიონისა და მოსახლეობისთვის. რაც შეეხება სიტუაციას საქართველოში, ჩვენი პოზიცია ცნობილია და ეს რამდენჯერმე ვთქვით, რომ სერიოზულად ვართ შეშფოთებულები ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლით, და ქვეყნის კიდევ უფრო დაშორებით ევროკავშირის გზისგან“, – თქვა გიუმ მეღსიმ.
ცნობისთვის, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი დღეს აზერბაიჯანში ჩავიდა, ის უკვე მიიღო პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. კოსი ასევე სომხეთში ჩასვლასაც აპირებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


