პოლიტიკა
საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა
გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე (დღის წესრიგის 77-ე საკითხი „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ანგარიში“).
კახა იმნაძემ მადლიერება გამოხატა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის, ებოე-ოსუჯის მიმართ და მიესალმა სასამართლოს ანგარიშს. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სასამართლოსთან თანამშრომლობა და მისი უნივერსალურობის გაძლიერება გადამწყვეტი ფაქტორებია ICC-ს ეფექტური მუშაობისთვის, რათა განხორციელდეს მართლმსაჯულება იმ მძიმე დანაშაულებების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საერთაშორისო მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. ICC-ს როლი არსებულ ეროვნულ სასამართლო სისტემებთან თანამშრომლობა და თავსებადობაა და არა მათი შეცვლა, ხოლო გამოძიების და დამნაშავებიის პასუხისგება უპირველესად ინდივიდუალურად სახელმწიფოების ეკისრება.
კახა იმნაძემ განაცხადა, რომ 2003 წელს რომის სტატუტის რატიფიკაციის შემდეგ საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და დანერგილი აქვს სტატუტის კანონმდებლობა ეროვნულ დონეზე. მეტიც, 2017 წლის დეკემბერში საქართველოში გაიხსნა ICC-ს საველე ოფისი, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას სასამართლოს სხვადასხვა ორგანოებსა და დაინტერესებულ მხარეებს და გაერო-ს უწყბებეს შორის.
დასასრულს, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მხარდაჭერა დააფიქსირა სასამართლოს ანგარიშის იმ ნაწილის მიმართ, რომელშიც საუბარია 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესიის გამოძიების პროცესზე და სასამართლოს პროკურორის ოფისის მოწოდებაზე რუსეთის მხარის მიმართ, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


