პოლიტიკა
საქართველოში ვიზიტით პოლონეთის პრეზიდენტი იმყოფება
საქართველოს, ვიზიტით პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვია.
პოლონეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და პოლონეთის რესპუბლიკის პირველი ლედი აგატა კორნჰაუზერი-დუდაც მიიღებენ.
ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პრეზიდენტი შეხვედრებს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ. გარდა ამისა, ერთობლივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს და მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ.
ანდჟეი დუდა ასევე შეხვდება საქართველოს უმაღლეს თანამდებობის პირებს - საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.
ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის პრეზიდენტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექციასაც წაიკითხავს.
31 მაისს იგი ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდება და გონიოს ციხეს დაათვალიერებს.
პოლონეთის პირველ ლედს კი, საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა უმასპინძლებს.
მაკა ჩიჩუა და აგატა კორნჰაუზერ-დუდა თბილისისა და მცხეთის ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.
ანდჟეი დუდას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 31 მაისს დასრულდება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


