სამართალი
საქართველოში ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის მაღალჩინოსანი დააკავეს – იური ლუცენკო
საქართველოში, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იგორ კირიუშინი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მთავარმა პროკურორმა იური ლუცენკომ Facebook-ში პირად გვერდზე გაავრცელა.
მისი თქმით, კირიუშინის საქმეზე წინასასამართლო საგამოძიებო მოქემედება მიმდინარეობს და მას პრეზიდენტ იანუოვიჩის თანამზრახველობაში ედება ბრალი. საქმე ეხება "Укрнафта" და "Укргаздобыча"–დან 2 მილიარდზე მეტი უკრაინული გრივნას მითვისებაში.
ლუცენკოს თქმითვე, კირიუშინი საქართველოს ტერიტორიაზე 25 მარტს დააკავეს.
"დღეს კი, ქართულმა თემიდამ გადაწყვიტა, რომ კირიუშინი 90-დღიანი დროებით პატიმრობა შეუფარდოს, ვიდრე მისი უკრაინაში ექსტრადაცია არ მოხდება",–აღნიშნა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.
ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქის საქართველოში დაკავების შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველო „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსვლისას, მიმდინარე წლის იანვრიდან კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული ი.კ. დააკავეს.
ი.კ.-ს ბრალად ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 191-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ქონების უკანონო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“,-ნათქვამია განცხადებაში.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


