პოლიტიკა
საქართველოში უკრაინის თავდაცვის ატაშეს როტაცია განხორციელდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა საქართველოში უკრაინის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. გენერალ-მაიორი იგორ ოსტაპენკო თავდაცვის სამინისტროში ყოფილ ატაშესთან, პოლკოვნიკ სერგეი კუნდიუსთან ერთად იმყოფებოდა.
ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ სერგეი კუნდიუსს საქართველოში აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ ატაშეს წარმატებები უსურვა. მან უკრაინელ დიპლომატებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უკრაინაში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, _ აცნობეს მედიანიუსს თავდაცვის სამინისტროდან.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებული საკითხები განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.
საუბარი შეეხო სამხედრო განათლების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარების, უკრაინელი სამხედროებისათვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სხვადასხვა კურსის შეთავაზების, ასევე დაჭრილი ჯარისკაცების წეროვნის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში რეაბილიტაციის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებაზე, რაც ერთობლივ სამხედრო სწავლებებში ქართველი და უკრაინელი სამხედროების მონაწილეობას გულისხმობს.
უკრაინელმა პოლკოვნიკმა, სერგეი კუნდიუსმა საქართველოში სამწლიანი დიპლომატიური საქმიანობა დაასრულა. მის პოზიციაზე, ასევე სამი წლის განმავლობაში, გენერალ-მაიორი იგორ ოსტაპენკო გააგრძელებს მოღვაწეობას.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


