კომენტარი
საქართველოში სამხედრო ტექნიკის გადაადგილებაზე მხოლოდ მტერი ისაუბრებს-ზურაბ ალავიძე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ნაციონალური მოძრაობის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ნუგზარ წიკლაურმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლნისის რაიონში რუსულ ნომრიანი სატვირთოები გადაადგილდება, რომლებსაც, სავარაუდოდ, წიკლაურის თქმით, სომხეთში სამხედრო ტექნიკა გადააქვთ.
ზურაბ ალავიძის თქმით, ამგვარ ინფორმაციას მხოლოდ მტერი თუ გაავრცელებს, რომელსაც სურს, რომ საქართველოს მეზობლებთან ურთიერთობა გაუფუჭდეს.
„საქართველოს მტერი ავრცელებს ამას, რომ ჩვენ მეზობლებთან ურთიერთობა დაგვეძაბოს და კიდევ ერთხელ გიმეორებთ, საქართველოში არც ერთი უცხოური, ან რაიმე სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა არ გადაადგილდებოდა. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე“,-აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, გუშინ სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რესპუბლიკაში „იგლას“ შეტანა აღკვეთა, რომელიც, სომხეთის ძალოვანი უყრების ინფორმაციით, საქართველოდან მოდიოდა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


