საზოგადოება
საქართველოში სამდღიანი ვიზიტით ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი პეტრ სვობოდა და JFTC-ს წვრთნებისა და სწავლებების განყოფილების წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ლადისლავ სვეზდა იმყოფებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოელ სტუმრებს კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) უმასპინძლეს.
მათივე ცნობით, ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ საინფორმაციო ბრიფინგზე მათ JTEC-ს ისტორია, ამოცანები, განხორციელებული პროექტები და გეგმები გააცნო.
„შეხვედრაზე აღინიშნა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელ ცენტრს (JFTC) შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა, JTEC-ს განვითარების პროცესში JFTC-ს მხრიდან გაწეული მხარდაჭერა. საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა სწავლება „ნატო-საქართველო 2025“, რომელიც საქართველოში მიმდინარე წელს ჩატარდება. ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილემ დეტალური ინფორმაცია მიიღო სწავლების დაგეგმვისა და მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ, რომელიც დასკვნით ფაზაშია.
საქართველოში სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან, თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან. სტუმრებმა JTEC-ს შემადგენლობაში არსებული საბრძოლო მომზადების ცენტრიც (CTC) მოინახულეს.
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC) პოლონეთში მდებარე ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელ ცენტრთან (JFTC) მჭიდრო თანამშრომლობა 2017 წელს მენტორული პროგრამის საფუძველზე დაიწყო. 2020 წელს მათ შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


