პოლიტიკა
საქართველოში სახნავი მიწა 600 000 ჰექტარზე ოდნავ მეტია და ამ რესურსების მართვა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს - ლევა დავითაშვილი
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, რის გამოც მთავრობამ და პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება მიწის გასხვისების შეჩერების შესახებ.
დავითაშვილის თქმით, ამ თემაზე შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები იქნება შემუშავებული.
„ვიცით, რომ საქართველო არის მცირემიწიანი ქვეყანა. სასოფლო სამეურნეო მიწის რესურსები არის მნიშვნელოვნად შეზღუდული. რელიეფის გათვალისწინებით სახნავი მიწა 600 000 ჰექტარზე ოდნავ მეტი გვაქვს, ხოლო „საქსტატის აღწერით“ 643 000 დარეგისტრირებული მეურნეობა გვაქვს ანუ რესურსები შეზღუდულია. შესაბამისად, ამ რესურსების მართვა უნდა იყოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით. ეს ესმის, როგორც საქართველოს მთავრობას, ისე საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მიწის გასხვისების შეჩერების შესახებ. შემდგომში ჩვენ გვინდა, რომ საკანონმდებლო საფუძველი იყოს მყარი იმისთვის, რომ ქართული მიწა იყოს საიმედო ხელში. ამიტომ, მოხდება საკონსტიტუციო ჩანაწერით ასეთი გადაწყვეტილების გამყარება“, - განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება მიწების გასხვისების შეჩერების საკითხზე საინვესტიციო საბჭოს კრიტიკას, სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილების ახსნა-განმარტების შემდეგ საბჭოს წევრების უმრავლესობამ ამ ინიციატივას გაგებით მოეკიდა.
„საინვესტიციო საბჭოს წევრების აბსოლუტური უმრავლესობა გაგებით მოეკიდა მთავრობის გადაწყვეტილებას, როცა მათ მიიღეს მეტი ინფორმაცია ჩვენის მხრიდან. იყო ტექნიკური კითხვები. ვფიქრობ, შევჯერდებით და არ იქნება პრობლემები“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


