პოლიტიკა
საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეიქმნება
პარლამენტის მიერ კანონპროექტის გაზიარების შემთხვევაში, ძალიან მალე მივიღებთ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს, სახელწოდებით – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური,- განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
“წარმოვადგენთ, როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე ექსპერტთა წრეების წინაშე კანონპროექტს, რომელიც ძალოვან უწყებასთან არის შეჯერებული. მასში გათვალისწინებულია საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც საქართველომ ასოცირების შეთანხმების შემდეგ იკისრა. თუკი ეს გაზიარებული იქნება პარლამენტის მიერ, ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს სახელად – სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახური, რომელსაც საქმიანობის სამი მიმართულება ექნება“,-აღნიშნა წულუკიანმა.
მისი თქმით, შესაბამისი კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შემდეგი სამი მიმართულებით იმუშავებს: სამართალდამცავების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის, მათ შორის წამების, ცემისა და სხვა ტიპის მოპყრობის ფაქტებს, რომლებიც მოქალაქის მოკვდინებით შეიძლება დასრულდეს; ასევე, მეორე მიმართულება იქნება პერსონალური მონაცემების დაცვა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების პროცესში და კანონიერების პრინციპის დაცვის კონტროლი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


