პოლიტიკა
საქართველოში ნატო-ს სამხედრო სწავლების მიზანია მილიტარისტული განწყობების გაღვივება და დაძაბულობის ესკალაცია - მარია ზახაროვა
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, საქართველოში მიმდინარე ნატო-ს სამხედრო სწავლება მილიტარისტულ განწყობებს ასაზრდოებს.
„ვერ დავეთანხმებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ ეს სწავლება მიმართულია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სტაბილურობა და უსაფრთხოება კონსტრუქციული დიალოგია და არა ვერტმფრენები და ტანკები“, -აღნიშნა ზახაროვამ.
მან დაამატა, რომ „აშკარაა, რომ მათი ნამდვილი მიზანია, ძალისმიერი ზეწოლის პროეცირება, უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და რუსეთზე“.
ზახაროვას მტკიცებით, ამ სწავლების შედეგი იქნება „მილიტარისტული განწყობების გაღვივება და დაძაბულობის ესკალაცია“.
მისივე თქმით, მოსკოვი წუხს, რომ „სხვადასხვა საბაბით ამ სწავლებაში აღმოჩნდნენ ჩართული საქართველოს მეზობელი ქვეყნები“.
მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ 1-ელ აგვისტოს გაიხსნა და 15 აგვისტოს დასრულდება.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


