უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ივნისი, 2025 08:34
font-size

საქართველოში მიმდინარე მოვლენები ავტორიტარული ტაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, რასაც ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ველით - სტივენ გეთინსი

გვაქვს პასუხისმგებლობა საქართველოში ჩვენი მეგობრებისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ისწრაფვის იმ უფლებებისკენ, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ, – ამის შესახებ საქართველოს საკითხზე დებატებისას სტივენ გეთინსმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტების დაპატიმრება და დისიდენტური აზრის ჩახშობა საპირისპიროა იმისა, რასაც ევროსაბჭო ემხრობა.

„ეს სერიოზული დებატებია ჩვენთვის, მაგრამ განსაკუთრებით სერიოზული დებატებია ჩვენი მეგობრებისთვის საქართველოში, ჩვენს საყვარელ ქვეყანაში. კონვენცია და უფლებები, რომლითაც ვსარგებლობთ, არ არის მხოლოდ ევროპის კონტინენტზე ჩვენი ცხოვრების შედეგი. ევროპაში სახელმწიფოდ ყოფნა არ გხდის წევრად და არ განიჭებს შენს უფლებებს, რაც კარგად იციან რუსეთსა და ბელარუსში. სწორედ ამიტომ, ჩვენ, პარლამენტარები, შევიკრიბეთ დღეს. კონვენციები გავლენას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე, რომელთა წინაშეც ჩვენ ანგარიშვალდებულნი ვართ ნორმალურ დემოკრატიულ წესრიგში. გუშინ საღამოს ამ დარბაზში გამორჩეული წვლილი შეიტანა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელმაც გვითხრა, რომ არსებობს ერთი პირობა წევრობისთვის, თუმცა ის ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენადაც ჩვენ ვემხრობით დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, ჩვენ უნდა დავიცვათ ეს პირობა მთელი მონდომებით. მართლაც, ჩვენ, ყველას, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა ერთმანეთს, ამის პასუხისმგებლობა გვაკისრია.

საქართველოს ლიდერებმა თავიანთ ხალხს უთხრეს, რომ სურთ, გადაუხვიონ ევროპულ გზას და ევროკავშირის წევრობას, ამ ადგილის შემდგომ წევრობას და ვციტირებ, ეს მთავარი პრიორიტეტია. გასაკვირი არ არის, რომ ევროპის საბჭომ, ევროკავშირმა, ევროპაში უპრეცედენტო მშვიდობისა და კეთილდღეობის პერიოდი დაამყარა. მათ უფრო მდიდრები და სამართლიანები გაგვხადეს. ორივე მათგანი დღეს კიდევ უფრო მეტად გვჭირდება და ეს ზოგჯერ რთულია. ზოგჯერ ამას ვივიწყებთ, მაგრამ კლუბში უბრალოდ არ ხვდებიან. პატივი უნდა სცეთ დემოკრატიას და ეს ზოგჯერ რთულია. ეს ყველამ ვიცით. ჩვენ პოლიტიკოსები ვართ, ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიის პატივისცემა დემოკრატიულ პროცესში შეიძლება რთული იყოს. გზა რთულია, მაგრამ ღირს ამად.

ოპონენტების დაპატიმრება და დისიდენტური აზრის ჩახშობა საპირისპიროა იმისა, რასაც ეს ადგილი ემხრობა. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ამას და გავაგზავნოთ მესიჯი, რომ, დიახ, ყველა ევროპულ სახელმწიფო მივესალმებით, მაგრამ მათ წესები უნდა დაიცვან. ამასთან დაკავშირებით, მახსენდება ჩვენი რეზოლუცია 2600, რომელიც მიმდინარე წელს მივიღეთ და მოითხოვდა პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ასევე გამოხატავდა ამ დარბაზის შეშფოთებას დაპატიმრებებისა და სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენების თაობაზე საქართველოში და დღეს ამის გახსენება ღირს. ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენს ყველა ქართველ კოლეგას საშუალება, ჩაერთონ დემოკრატიულ პოლიტიკაში და ასევე, ითანამშრომლონ ამ ადგილთან და ევროპის საბჭოსთან, ყოველგვარი შიშისა და ვინმესთვის უპირატესობის მინიჭების გარეშე“, – განაცხადა გეთინსმა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოში მიმდინარე მოვლენები არის ავტორიტარული ტაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, რასაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ელიან.

„შემიძლია, ვთქვა და ოფიციალურად დავაფიქსირო, რომ თუ ვინმე დაისჯება ევროპის საბჭოში დასწრებისა და ევროპის სხვადასხვა კუთხიდან არჩეულ პოლიტიკოსებთან ურთიერთობისთვის, ჩვენ ამას უდიდესი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. თუმცა, არ დაგვავიწყდეს ფასი, რომელსაც ბევრი ქართველი იხდის დემოკრატიულ პოლიტიკაში ჩართულობისთვის და იმ უფლებების განხორციელებისთვის, რომლებსაც ბევრი ჩვენგანი თავისთავად მინიჭებულ მოვლენად მივიჩნევთ. არ უნდა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძისა და სხვა პირებს მიმართ, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას განიცდიან საქართველოში.

მინდა, გავიხსენო გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის სიტყვები, რომ ოპოზიციური ხმის ჩახშობა თავდასხმაა საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე, რომლებიც ირყევა. დღესდღეობით ეს სერიოზულია და ჩვენ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ მას. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წარმომადგენელმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრებები ეწინააღმდეგება ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს. ეს არის ავტორიტარული ტაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, რასაც ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ველით. უნდა იყოს ინკლუზიური დიალოგი და ეს არის ის, რისკენაც დიდი ბრიტანეთი და ეუთო მოუწოდებენ. ინკლუზიური დიალოგისკენ, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაწყვეტილებებისკენ, რაც ძალიან ძვირფასია ყველასთვის ამ ადგილას.

ჩვენი უფლებები ევროპული უფლებებია და ეს ისტორიის გაკვეთილია. ჩვენი უფლებები, რომლებსაც თავისთავად მიღებულად მივიჩნევთ, ძნელად მოპოვებულია, მაგრამ ისინი დემოკრატიული ევროპის საფუძვლებია. ევროპელები სარგებლობენ დიდი დემოკრატიით და სხვა უფლებებით ახლა უფრო მეტად, ვიდრე ისტორიის ნებისმიერ სხვა ეტაპზე. ეს მყიფე, მოქნილია და თუ მათზე თვალს დავხუჭავთ, სადამდე მიგვიყვანს ეს? ჩვენ არ შეგვიძლია, დავხუჭოთ თვალი ამ უფლებების ჩახშობაზე ევროპის ნებისმიერ წერტილში. არავინ იცის ეს უკეთ, ვიდრე ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა, რომლებიც ამ მომენტში სისხლს ღვრიან საკუთარ ქვეყანაში, რათა დაიცვან თავიანთი უფლებები, დემოკრატიული უფლებები და დემოკრატია. გუშინ საღამოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან ბევრი ისაუბრა. მადლობა პირიქით უნდა ყოფილიყო და მადლობას ვუხდი ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რადგან თქვენ გვაძლევთ ამ მაგალითს და მე მადლიერი ვარ თქვენი. დემოკრატია არის ძალიან მყიფე. ეს უფლებები მყიფეა. ასე რომ, საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მეგობრების წინაშე საქართველოში და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ისწრაფვის იმ უფლებებისკენ, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ“, – განაცხადა სტივენ გეთინსმა.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი