საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 კი გამოჯანმრთელდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 5 ახალი შემთხვევიდან 3 უკვე ინფიცირებულების კონტაქტებია, 2 კი საკარანტინე სივრციდანაა.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გუშინ ქვეყანაში კორონავირუსის 723 დადასტურებული შემთხვევა იყო, დღეს დაემატა ხუთი და გახდა 728 დადასტურებული შემთხვევა.
„გამოჯანმრთელებულების რიცხვი 14-ით გაიზარდა. იყო 495, ახლა გვყავს 509 გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე, „კოვიდ 19“-ით ცენტრებში მკურნალობს 207 პაციენტი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 290-ით ჭარბობს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტების რაოდენობას“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


