პოლიტიკა
საქართველოში ხდებოდა კონკრეტული ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ადამიანების რეკრუტირება - ირკალი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ადამიანების რეკრუტირება ხდებოდა, რაც მისი თქმით, სამწუხარო მოვლენა იყო.
ამის შეასხებ კობახიძემ ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან ხშირად რწმენა გამოიყენება როგორც საბაბი და ინსტრუმენტი, მათ შორის გარკვეული ტერორისტული განზრახვის განხორციელებისთვის.
„დღევანდელ რედაქციაში აღნიშნულია, რომ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიზღუდოს, თუ ეს სხვათა უფლებების დაცვას ემსახურება.
ნორმა ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა და აღინიშნა, რომ ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორცილების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ ჩვენი ტექსტი შესაბამისობაში მოვიყვანოთ ევროპული კონვენციის ტექსტთან. აქედან გამომდინარე, გვირჩევენ ისეთი სიტყვების ამოღებას, როგორიცაა- “სახელმწიფო უსაფრთხოება“, „დანაშაულის თავიდან აცილება“ და „მართლმსაჯულების განხორციელება“.
რაც შეეხება “დანაშაულის თავიდან აცილებას“ და “მართლმსაჯულების განხორციელებას“, ეს მიზნები ისედაც არის მოცული საზოგადოებრივი უსაფრთხების შესახებ ჩანაწერით. ჩვენ გვინდოდა, ამ მუხლში დამატებით “სახელმწიფო უსაფრთხოების“ მოხსენიება და მიზეზი იყო ის, რომ ძალიან ხშირად რწმენა გამოიყენება როგორც საბაბი და ინსტრუმენტი, მათ შორის გარკვეული ტერორისტული განზრახვის განხორციელებისთვის.
მოგეხსენებათ, საქართველოში ხდებოდა კონკრეტული ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ადამიანების რეკრუტირება, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენა იყო. ეს პროცესი შეჩერებულია, თუმცა ზოგადად, საფრთხეები არსებობს. აქედან გამომდინარე, გვინდიდა, დამატებით მითითება ყოფილიყო სახელმწიფო უსაფრთხოების თაობაზე, თუმცა ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ ეს ჩანაწერი ამოვიღოთ, რათა ტექსტი სრულ შესაბამისობაში იყოს ევროპული კონვენციის შესაბამისს ჩანაწერთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მონიკია დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


