პოლიტიკა
საქართველოში იუკნევიჩიენეს ჩამოსვლა დაძაბულობის შენარჩუნებას და რევოლუციური პროცესის განვითარებას უკავშირდება - გია ვოლსკი
საქართველოში იუკნევიჩიენეს ჩამოსვლა დაძაბულობის შენარჩუნებას და რევოლუციური პროცესის განვითარებას უკავშირდება, მათ თვითმმართველობის არჩევნები არ უნდათ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას სურს, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდეს.
„სალომე ზურაბიშვილის განცხადებები გულუბრყვილობას არ ნიშნავს, მისი განცხადებები მავნებლური იდეის გატარების მცდელობაა. აქ სხვა ინტერესებია. საქართველოში იუკნევიჩიენეს ჩამოსვლა სხვა ინტერესს უკავშირდება, დაძაბულობის შენარჩუნებას და რევოლუციური პროცესის განვითარებას. ისეთ პირობებს აყენებენ, რომც გინდოდეს მათი განხორციელება, რაიმე კომპრომისის დაშვება ვერანაირად ვერ მოხდეს. ეს არის ამოცანა, რასაც სალომე ზურაბიშვილი ემსახურება, თუმცა მას მარიონეტობაშიც სერიოზული პრობლემები აქვს, როცა საკუთარ აზრს გადმოსცემს ან უნდა, ვიღაცის ნაკარნახევი, სუფლიორის ტექსტი წარმოადგინოს. ეს ყველაფერი გუშინაც აშკარად გამოჩნდა და გუშინწინაც. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ხვალაც აქტუალური იქნება.
არჩევნების თაობაზე არანაირი მეტი კონკრეტიზაცია არ იქნება, ამათ არჩევნები არ უნდათ, ამათ სულელური წინადადებების შემოთავაზება უნდათ, რათა როგორმე დაშვებული არ იყოს არჩევნები. ოპოზიციის იმ ნაწილს გარკვეულ პირობებს უყენებენ, ვისაც განზრახული აქვს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ამათ არჩევნების ჩატარების იდეის გაჟღერებაც კი არ სურთ, როცა ერთად იკრიბებიან და საქართველოსთან დაკავშირებით ბოროტ აზრებს გამოთქვამენ, ეს არის მათი კრედო. ამიტომ არის ჩამოსული იუკნევიჩიანე და აგრესიულ განცხადებებს ვისმენთ – ომი არ უნდა დასრულდეს და ცრემლი უნდა იღვრებოდეს. ეს მათი ამოცანაა და მისი შესრულების ერთ-ერთი მარიონეტი სალომე ზურაბიშვილია და ისიც უნიათო“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


