პოლიტიკა
საქართველოში იტალიის ეროვნული დღესასწაული აღინიშნა
იტალიის საელჩომ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე 3 ივნისს აღნიშნა. ღონისძიებას თბილისის საუცხოო ხედით განთქმულმა ისტორიულმა რესტორანმა „ფუნიკულიორმა“ უმასპინძლა.
სადღესასწაულო საღამოს ქართული საზოგადოებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში მცხოვრები იტალიელები დაესწრნენ. სტუმრებს შორის იყო ცნობილი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი, რომელიც საქართველოში საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით იმყოფება.
ღონისძიება იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ გახსნა.
მისი თქმით, იტალიასა და საქართველოს შორის კავშირები „ძალიან ღრმაა“. ამას ის წვლილიც ადასტურებს, რომელიც იტალიაში მცხოვრებ ქართველებს საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობაში შეაქვთ. ამ წვლილმა 2024 წელს 600 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 2 პროცენტია.
„ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კულტურისა და განათლების დარგებშიც შესანიშნავია. ამის ბოლოდროინდელი მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან არსებული მედიცინისა და დიზაინის ფაკულტეტები, რომლებიც ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელობის უნივერსიტეტთან ერთობლივად გაიხსნა. სავაჭრო ურთიერთობების კუთხით, აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოსთვის იტალია ევროპაში რიგით მე-2, ხოლო მსოფლიოში მე-11 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახლდათ“, - განაცხადა მასიმილიანო დ’ანტუონომ.
მან ხაზი იმ გარემოებასაც გაუსვა, რომ პოლიტიკური ურთიერთობების კუთხით, იტალიასა და საქართველოს ერთმანეთთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებთ. ეს მეგობრობა სიმყარეს დღევანდელ, არასტაბილურობითა და დაძაბულობით გამორჩეულ გლობალურ და რეგიონულ ვითარებაშიც ინარჩუნებს.
მასიმილიანო დ’ანტუონოს განცხადებით, „იტალია, როგორც მეგობარი ქვეყანა, საქართველოსთან გულწრფელი და კონსტრუქციული დიალოგის აუცილებლობის მხარდაჭერას როგორც ორმხრივ დონეზე, ისე ევროკავშირისა და ნატოს ფარგლებში, კვლავაც აგრძელებს“.
ღონისძიებაზე აჟღერდა იტალიისა და საქართველოს ჰიმნები, რომლებიც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „გუმბათმა“ შეასრულა. ჯაზ-კომპოზიციებით კი დამსწრეთა წინაშე შესანიშნავი იტალიელი აკორდეონისტები: სარა კალვანელი და სიმონე ძანკინი წარდგნენ.
ღონისძიების მრავალრიცხოვან სტუმრებს იტალიური დიზაინერული ნაკეთობები, სახელგანთქმული ენოგასტრონომიული პროდუქცია (პროსეკო, აპეროლი, კამპარი და საუკეთესო იტალიური ღვინოები) და იტალიიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოტანილი დელიკატესები დახვდათ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


