უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 მარტი, 2025 13:18
font-size

საქართველოში იშვიათი დაავადებების დღე აღინიშნა

საქართველოში იშვიათი დაავადებების დღე აღინიშნა. ღონისძიება თბილისში საქართველოს იშვიათი დაავადებების ალიანსის - “სიდა” ორგანიზებით გაიმართა. მას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ექიმები, პაციენტები და მათი ოჯახების წევრები დაესწრნენ.

როგორც “სიდას” დამფუძნებლებმა განმარტეს, იშვიათ დაავადებებს მიეკუთვნება მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები, რომელთა რაოდენობა მოსახლეობაში იმდენად დაბალია, რომ მათთან ბრძოლა სპეციალურ ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს.

“ხსენებული დაავადებები ერთეულ ადამიანებში გვხვდება, ჯამში კი მსოფლიოში 300 მილიონს შეადგენს. ეს კი მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 6 პროცენტია. დაავადებულთა 70 პროცენტი ბავშვია”, - განაცხადა “სიდას” თანადამფუძნებელმა ჟანა ჩოხელმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაავადებულთა სტიგმატიზაცია რჩება. პრობლემატურია დიაგნოზის დროულად დასმისა და სწორად შერჩეული მკურნალობის საკითხიც. პაციენტს სწორი დიაგნოზის დასასმელად ზოგჯერ 6-7-წლით ლოდინიც კი უწევს. გვხვდება მცდარი დიაგნოზის დასმის შემთხვევებიც. გარდა ამისა, პაციენტებს არ აქვთ საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება.

ალიანსის თანადამფუძნებელ მარიამ ცინცაძის თქმით, იშვიათი დაავადებების შესახებ ქართულ ენაზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება.

ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის მთავარი მიზანია ქვეყანაში შესაბამისი განათლებისა და ცნობიერების დონის ამაღლება, პაციენტებისა და მათი ოჯახების წევრების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, თბილისსა და დიდ ქალაქებში საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნა.

შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ “სიდას” წარმომადგენლები: ია მგალობლიშვილი, თამარ მახათაძე, გვანცა კვანტალიანი და სხვები, რომელთაც დამსწრეებს ცალკეული დაავადებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.

იშვიათ დაავადებათა მსოფლიო დღეს ყოველწლიურად ტარდება საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომლის მიზანსაც აღნიშნულ დაავადებების მქონე პირთა პრობლემებისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა წარმოადგენს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი