უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 აპრილი, 2025 19:03
font-size

საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა.

ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში მიღებულ კანონებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „შეთანხმებული პარლამენტი და მთავრობა“ ახორციელებენ სახელმძღვანელოს, რომელიც „აშკარად არ არის დაწერილი საქართველოში“.

“პარლამენტში საერთოდ არავითარი დებატები არ არის - კანონი კომიტეტების სამ ეტაპს სულ რაღაც სამ დღეში გადის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

დიახ, იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთში და ბელარუსშია. მაგალითი რომ მოგცეთ, მხოლოდ დღეს პარლამენტმა სამი სხვადასხვა კანონი მიიღო. რა თქმა უნდა, პარლამენტში საერთოდ არავითარი დებატები არ არის - კანონი კომიტეტების სამ ეტაპს სულ რაღაც სამ დღეში გადის. პირველი ე.წ. ამერიკული FARA კანონია, რომელიც უბრალოდ, ახალი “რუსული კანონია”, რომელიც მეტ ძალაუფლებას აძლევს ხელისუფლებას, რომ შეზღუდონ და შეაკაონ არასამთავრობო ორგანიზაციები. მეორეს სისხლის სამართალში ხელახლა შემოაქვს “სახელმწიფო ღალატის” მუხლი, რაც საბჭოთა დროს არსებობდა. მესამე ზღუდავს მედიას და მათ დამატებით შეზღუდვებს უწესებს ფინანსურ კონტროლზე, ასევე, კონტენტის კონტროლზე. ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა. ეს აჩვენებს სისწრაფეს, რომლითაც შეთანხმებული პარლამენტი და მთავრობა ახორციელებენ სახელმძღვანელოს, რომელიც აშკარად საქართველოში არ არის დაწერილი, ვინაიდან, ისინი მხოლოდ ერთ პარტიას და ერთ კაცს, ბატონ ივანიშვილს, წარმოადგენენ.

ასევე მნიშვნელოვანი აღნიშვნა, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტიც არ არსებობს. ყველა ინსტიტუტი ერთპარტიულმა მმართველობამ დაიპყრო, ისინი ახდენენ ყველა ადამიანის ნომინაციას - სასამართლოებში, უზენაეს სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოში, ცენტრალურ ბანკში, რომელსაც გუშინ შეხვედრა ჰქონდა ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან, ყველა სარეგულაციო კომისიაში, რომელთაგან ერთ-ერთი მედიის რეგულაციას ახდენს. ასე რომ, ეს სახელმწიფოს სრული კონტროლის ქვეშ მოქცევაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

წყარო.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი