საზოგადოება
საქართველოში გახშირდა მობილური მავნე პროგრამების შეტევები
2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოში მავნე პროგრამების შეტევები განიცადა მომხმარებელთა 1,58%-მა. სომხეთის მომხმარებელთა შორის ეს მაჩვენებელი შეადგენდა 1,33%-ს , ხოლო აზერბაიჯანში მობილური მოწყობილობების მომხმარებელთა 2,68% -ს შეუტიეს ამ მავნე პროგრამებმა. ამის შესახებ მოწმობს კასპერსკის ლაბორატორიის მონაცემები.
2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მომხმარებელთა 1, 52% თავს დაესხნენ მობილური მავნე პროგრამები, სომხეთში მომხმარებელთა 2.16% -ს, ხოლო აზერბაიჯანში - 3,12%-ს.
პირველ კვარტალში, კომპანიების გადაწყვეტილებებმა გამოავლინეს მომხმარებლის მობილური მოწყობილობებზე მონაცემთა ქურდობისათვის, მომხმარებელთა თვალყურისდევნებისთვის, მავნებლების ჩვენებისა და რეკლამირებისათვის განკუთვნილი 1 152 662 მობილური მავნე პროგრამის სამონტაჟო პაკეტი, მაშინ როცა ერთი წლით ადრე ასეთი სახის მხოლოდ 905 174 პაკეტი იქნა აღმოჩენილი.
ექსპერტები თვლიან, რომ მობილური მავნე პროგრამებისგან თავის დასაცავად მეტად მნიშვნელოვანია ჩამოვტვირთოთ პროგრამები მხოლოდ სანდო წყაროებიდან და მოწყობილობის პარამეტრებში გამოვრთოთ მესამე მხარის წყაროებიდან პროგრამების დაყენების შესაძლებლობა. ასევე აუცილებელია მუდმივად განვაახლოთ სისტემა და აპლიკაციები უახლესი ვერსიით, ელ.ფოსტაში, მყისიერ მესინჯერში, სოციალურ ქსელებსა და ბრაუზერებში არ გახსნათ საეჭვო ბმულები და საეჭვო SMS ფაილები. საფრთხისაგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა თქვენს მოწყობილობაზე დაყენებული საიმედო ანტივირუსი.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


