პოლიტიკა
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო წარმომადგენელი დაინიშნა
ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიზნით, საქართველოში პირველად დაინიშნა გაერთანებული სამეფოს სავაჭრო წარმომადგენელი, მარკ პრიტჩარდი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო-საინვესტიციო თანამშრომლობის გააქტიურებაზე იმუშავებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარკ პრიტჩარდი, რომელიც სავაჭრო წარმომადგენლის თანამდებობას შეითავსებს და პერიოდულად ეწვევა საქართველოს, ფორმალურად ლიამ ფოქსის საერთაშრისო ვაჭრობის დეპარტამენტს დაექვემდებარება. იგი ასევე განაგრძობს ლონდონში პარლამენტარის თანამდებობაზე მოღვაწეობას.
როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში განმარტავენ, გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო წარმომადგენლის ფუნქციას პრემიერ მინისტრის მიერ დანიშნული პარლამენტარები ითავსებენ, რომელთა ფუნქციაშიც შედის ერთ ან მეტ განვითარებად ბაზარზე ჩართულობა, სადაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მნიშვნელოვანი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების არსებობა გამოავლინა. წარმომადგენლები ხელს უწყობენ მათი დაფარვის ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდას გაერთიანებულ საემფოსა და აღნიშნულ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებით და ორმხრივი ვაჭრობის მაქსიმალურად გაზრდის ხელშეწყობით.
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო წარმომადგენლის რანგში, მარკ პრიტჩარდი მონაწილეობას მიიღებს ა.წ. ოქტომბერში ლონდონში დაგეგმილ უორდროპის სტრატეგიულ დიალოგში, რომელშიც ქართველი და ბრიტნაელი ბიზნესმენებიც იქნებიან ჩართულნი.
გაერთიანებულ სამეფოში სავაჭრო წარმომადგნელის პროგრამა 2012 წლიდან არსებობს და ამჟამად, 50-ზე მეტ ბაზარზე 28 სავაჭრო წარმომადგენელი მოღვაწეობს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


