პოლიტიკა
საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მისიამ
საქართველოს მთავრობის მოწვევით, ქვეყანაში ფუნქციონირება დაიწყო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მისიამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ხელმძღვანელს კორინ იონკერს საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს.
როგორც მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს OSCE/ODIHR-თან, რომელიც მრავალი წელია სისტემატიურად აკვირდება ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს. შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა დაადასტურა ქართული მხარის მზაობა მაქსიმალური დახმარება გაუწიოს სადამკვირვებლო მისიას ეფექტურ ფუნქციონირებაში.
აღსანიშნავია, რომ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნით, ქართულმა მხარემ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია, მათ შორის ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


