პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას იანოშ ჰერმანის ნაცვლად კარლ ჰარცელი უხელმძღვანელებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი თავის დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს და მას ამ თანამდებობაზე შვედი დიპლომატი კარლ ჰარცელი შეცვლის, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალს ტუსკის კაბინეტში რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საკითხებში მთავარი მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.
ჰარცელის საქმიანობის სფეროში შედიოდა ცენტრალური აზიის და ევროკავშირის არაწევრი ევროპის ქვეყნების, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თემატიკა.
ჰარცელი საქართველოში სექტემბრის დასაწყისში, მას შემდეგ ჩამოვა, რაც იანოშ ჰერმანს, აგვისტოს ბოლოს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე უფლებამოსილება ამოეწურება და საქართველოს დატოვებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


