პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროპის დღეს აღნიშნავს
5 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ყველა მოქალაქეს და სტუმარს იწვევს ევროპის დღის აღნიშვნაზე რიყის პარკში.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ერთი დღით პარკი „ევროსოფლად“ გადაიქცევა და თითოეულ სტუმარს შესაძლებლობა ექნება, მთელი დღის განმავლობაში ,,იმოგზაუროს“ ევროკავშირში და მონაწილეობა მიიღოს გასართობ ღონისძიებებში.
სტუმრები კიდევ ერთხელ გაეცნობიან ევროკავშირის 19 წევრ– სახელმწიფოს და გაიგებენ მეტს იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს. ბავშვები სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრებითა და თამაშებით იმხიარულებენ, მშობლები ევროკავშირის ქვეყნების სამზარეულოს გასინჯავენ, საღამოს კი ყველას შეუძლია გაერთოს ნათია თოდუასა და ნინო ქათამაძის და ჯგუფი ,,ინსაითის“ ცოცხალი შესრულების მოსმენით.
12:00 – 17:00 ევროსოფელი (რიყის პარკი)
შეხვდით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გაერთეთ კულტურული წარმოდგენებით და თამაშებით და მოიგეთ პრიზები!
15:00 – 15:30 გახსნის ცერემონია (რიყის პარკი)
17:00 – 19:00 შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში (ევროპის მოედანი)
19:00 კონცერტი (ევროპის მოედანი)
ნათია თოდუა
ნინო ქათამაძე & ჯგუფი ინსაითი
ევროპის დღე ყოველ წელს აღინიშნება და ის 9 მაისის „შუმანის დეკლარაციის“ იუბილესთან არის დაკავშირებული. 1950 წლის 9 მაისს, რობერტ შუმანმა (იმ დროისთვის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა) გააჟღერა იდეა, რაც ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შექმნას გულისხმობდა. ქვანახშირისა და ფოლადის მარაგების გაერთიანების შედეგად გამოირიცხებოდა ევროპის ხალხთა შორის ომი და დაპირისპირება. ომის თავიდან აცილების მიზნით ქვეყნების გაერთიანებამ საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ ევროკავშირს. დღეს ევროკავშირი 28 სახელმწიფოსა და 508 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს; უკვე 60 წელია ევროკავშირში მშვიდობა და კეთილდღეობაა დამკვიდრებული.
წლევანდელი ღონისძიების თემაა „ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა“, რომელიც იმ განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს, რომლებსაც ევროკავშირი და ზოგადად ევროპა აერთიანებს. ეს თემა მიესადაგება ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ წელს, რომელიც 2018 წელს აღინიშნება. შესაბამისად, ევროპის დღის აღსაშინავად რიყეზე გამართულ ღონისძიებაზეც კულტურა წარმოჩენილი იქნება სტენდებით და უამრავი კულტურული სანახაობით მთელი დღის განმავლობაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


