სამართალი
საქართველოში დაკავებული უკრაინის მოქალაქეების მტკიცებით, მათ იარაღი ჩაუდეს
საქართველოში დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქის სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
როგორც პროცესზე დაკავებულებმა განაცხადეს, მათ დაკავებისას უფლებები არ განუმარტეს, თარჯიმანი დროულად არ მიუყვანეს და ასევე დნმ-ის ნიმუშები უკანონოდ აუღეს.
ერთ-ერთი დაკავებულის თქმით მას „ბოევიკი“ და „ტერორისტი“ უწოდეს. ადვოკატის მოთხოვნისას კი, უთხრეს რომ ადვოკატი მხოლოდ სასამართლოში ეყოლებოდათ.
კიდევ ერთმა დაკავებულმა, იგორ ორლენკომ მოჰყვა, რომ დაკავების შემდეგ დაინახა, თუ როგორ გადაადგილებდნენ მათ ჩემოდანს, შემდეგ კი ელვის გახნის ხმა გაიგო.
„დაკავებისთანავე მოვითხოვე თარჯიმანი, ნახევარი საათის შემდეგ ვიღაც გოგო მოიყვანეს, რომელიც რუსულად ოდნავ უკეთესად ლაპარაკობდა, ვიდრე მე ქართულად. მან მხოლოდ იმის თქმა შეძლო, რომ დაკავებული ვიყავი“, - განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ შვიდივე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. პროკურორ ვასილ სამხარაძის განმარტებით, არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები. კონკრეტულად კი, მათი მხრიდან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვების ხელიშეშლის საფრთხე.
დაცვის მხარე კი სასამართლოს განუმარტავს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობს.
ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. მათ განაცხადეს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონიათ და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია მოხდა.
უკრაინის მოქალაქეები ქართველმა სამართალდამცველებმა 2 დეკემბერს დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ლიხაურის ქუჩაზე ჩატარდა. დაკავებულია 7 პირი, აქედან უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე. ერთ-ერთი მათგანი "დონბაისის" წევრი ლუკა ჩხეტიაა, რომლის ოჯახიც აცხადებს, რომ მას იარაღი ჩაუდეს.
შსს-ის ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტასა და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


