პოლიტიკა
საქართველოში დაბრუნდა დისკუსია „ვინ დაიწყო ომი“, რომელიც არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს - დავით რაქვიაშვილი
„საქართველოში დაბრუნდა დისკუსია „ვინ დაიწყო ომი“. ეს დისკუსია არ ემსახურება ჭეშმარიტების დადგენას“, - ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა განაცხადა. რაქვიაშვილის აზრით, ეს დისკუსია შეურაცხყოფს საქართველოსთვის დაღუპულ გმირებს, მათ ოჯახებსა და სახელმწიფოს.
„ამ დღეებში,
- როდესაც ჯონ მაკკეინის თანამებრძოლებმა, საქართველოს ერთგულმა და გავლენიანმა მეგობრებმა აღელვებულებმა განაცხადეს EPRC კონფერენციაზე, რომ გააგრძელებენ სენატორის მისიას - ქართველი ხალხის გვერდში დგომას თავისუფლებისთვის ბრძოლაში რუსეთის წინააღმდეგ;
- როდესაც აშშ კონგრესში შევიდა სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „აღიარების“ დამგმობი რეზოლუცია;
- როდესაც ტატუნაშვილის საფლავზე მისულმა ესტონეთის პრეზიდენტმა თბილისიდან მიმართა მსოფლიოს, რომ არ არსებობს „გაყინული კონფლიქტი“, რომ ამას აგრესია და ოკუპაცია ეწოდება, რომ რუსული ოკუპაცია იტაცებს, აწამებს, კლავს და რომ ის უნდა დასრულდეს;
- როდესაც ახლოვდება 27 სექტემბერი
- როდესაც სულ ერთი თვეა გასული 7 აგვისტოდან საქართველოში დაბრუნდა დისკუსია „ვინ დაიწყო ომი“.
- ეს დისკუსია არ ემსახურება ჭეშმარიტების დადგენას;
- ეს დისკუსია შურაცხყოფს საქართველოსთვის დაღუპული გმირებს, მათ ოჯახებსა და სახელმწიფოს
- ეს დისკუსია არ ემსახურება ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენას მომავალში;
- ეს დისკუსია არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს;
- ეს დისკუსია აღარ მიმდინარეობს კრემლის გარდა არსად.
არ ჩაერთოთ ამ დისკუსიაში“, - დაწერა რაქვიაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


