უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 იანვარი, 2026 18:02
font-size

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოში საავტომობილო ბაზარზე ახალი ბრენდი შემოვიდა. კომპანია „გეზ მოტორსმა“ წლის ბოლოს რიგით მეორე საავტომობილო ბრენდი - SOUEAST წარადგინა. აღნიშნული ბრენდი იმ მომხმარებლებზეა გათვლილი, ვისთვისაც ავტომობილი ყოველდღიური გადაადგილების სანდო, კომფორტულ და ფუნქციურ საშუალებას წარმოადგენს.

SOUEAST-ის ავტომობილები წარმოდგენილია გეზ მოტორსის მულტიბრენდულ შოურუმში, რომელიც კახეთის გზატკეცილის #15-ში მდებარეობს. ადგილზე მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ SOUEAST-ის სრულ ასორტიმენტს და ისარგებლონ ტექნიკური მომსახურებით.

SOUEAST საავტომობილო ბრენდია, რომელიც 1995 წელს დაარსდა. თავდაპირველად ბრენდი Mitsubishi Motors-თან ერთად აწარმოებდა ავტომობილებს საერთაშორისო ბაზრებისთვის. 2024 წლიდან კი ის ერთ-ერთ უმსხვილეს გლობალურ ავტომწარმოებელს Chery Group-ს შეუერთდა. ამ გაერთიანების შედეგად SOUEAST ახალი იდენტობა მიენიჭა, რაც ყოველდღიური ცხოვრების რიტმის გამარტივებაში ითარგმნება. SOUEAST სპეციალიზებულია SUV ავტომობილებზე და მომხმარებლებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, უსაფრთხოების ინტეგრირებულ სისტემებს, კომფორტულ ინტერიერსა და დახვეწილ დიზაინს სთავაზობს.

სამომავლოდ, „გეზ მოტორსი“ სადილერო ქსელის გაფართოებას გეგმავს, როგორც საქართველოში, ისე რეგიონებში. 2026 წელს კომპანია ბაზარზე ახალ SUV კლასის დატენვად ჰიბრიდს - SOUEAST S08 DM-ს წარადგენს, რომელიც კიდევ უფრო მეტად იქნება მორგებული ქართულ რეალობასა და მომხმარებლის მოთხოვნაზე.

„SOUEAST-ის საქართველოში შემოსვლა „გეზ მოტორსისთვის“ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯია. ეს ჩვენი კომპანიის განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენს. ბრენდის ფილოსოფია, ტექნოლოგიური ხედვა და საერთაშორისო გამოცდილება სრულად ეხმიანება იმ მიმართულებას, რომლითაც „გეზ მოტორსი“ წლებია ვითარდება. ეს არის ბრენდი, რომელიც აერთიანებს მრავალწლიან საავტომობილო გამოცდილებას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და კომფორტს. ჩვენი მიზანია ქართველი მომხმარებლებს შევთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული, სანდო და მომხმარებელზე ორიენტირებული საავტომობილო ბრენდი. ამ პროცესში საქართველოს ბანკის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - პარტნიორის, რომელიც არა მხოლოდ ფინანსური კუთხით გვიჭერს მხარს, არამედ გვიზიარებს გამოცდილებასა და ბიზნესის განვითარების ხედვას. ეს თანამშრომლობა გვაძლევს სტაბილურობასა და თავდაჯერებულობას, რათა სწორად დავგეგმოთ კომპანიის განვითარება, გავზარდოთ მასშტაბი და უზრუნველვყოთ პროექტის მდგრადობა. სამომავლოდ, ახალი მოდელების შემოყვანას და სადილერო ინფრასტრუქტურის განვითარებას ვგეგმავთ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, რაც პროექტის გრძელვადიან წარმატებას განსაზღვრავს“, - განაცხადა ლევან მიქაძემ, „გეზ მოტორსის“ კომერციულმა დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, SOLO მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს. შეთავაზების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი