პოლიტიკა
საქართველოში არსებული ვითარება უკიდურესად რთულია - კაია კალასი
საქართველოში არსებული ვითარება უკიდურესად რთულია, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„საქართველოში არსებული ვითარება უკიდურესად მძიმეა. ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა მხარს უჭერს ევროკავშირს და მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. თუმცა საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ სხვა გზა აირჩია. საკითხავია, რა ინსტრუმენტები გვაქვს ჩვენ ხელსაწყოთა ყუთში საქართველოს ნამდვილად დასახმარებლად. ჩვენ უკვე გადავამისამართეთ საქართველოს მთავრობისადმი გამიზნული სახსრები სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობოების მხარდაჭერისკენ, რათა დავეხმაროთ მათ ევროპული გზით მოძრაობაში“, - განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, სანქციებს 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება, თუმცა წევრი ქვეყნები მუშაობენ, რისი გაკეთებაც შეუძლიათ.
„რაც შეეხება სანქციებს ჩვენ გვჭირდება 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ეს არის პრობლემა. ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ იმაზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. დავაწესეთ სავიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის, მაგრამ მუდმივად განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია რეალურად“, –განაცხადა კაია კალასმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


