პოლიტიკა
საქართველოში არის ხალხი, რომლებიც თავიანთი მისწრაფების გამო ნატო-ს წევრები უნდა გახდნენ და ჩემს ამ პოზიციას ალიანსის ბევრი წევრი იზიარებს - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო არის უმსხვილესი კონტრიბუტორი ნატო-ს სამშვიდობო მისიაში.
„დიდი მადლობა, ბატონო გენერალურო მდივანო, რომ ძალისხმევას არ იშურებთ საქართველოს ინტეგრირების პროცესში, დიდი მადლობა, რომ ორგანიზებას უწევთ ამ მნიშვნელოვან შეხვედრას. ამ შეხვედრაზე ჩვენ საშუალება გვაქვს, მსოფლიო ლიდერებთან ერთად ვიმსჯელოთ საქართველოს მომავალზე, საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე, უკრაინასთან ერთად. საქართველო ერთგულია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის. ვამაყობ იმით, რომ საქართველო არის უმსხვილესი კონტრიბუტორი ნატო-ს სამშვიდობო მისიაში. ჩვენ ვმონაწილეობთ შავი ზღვის უშიშროების დიალოგში. საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მარგველაშვილის განცხადებით, ალიანსის ბევრი წევრი თანხმდება, რომ „საქართველოში არის ხალხი, რომლებიც თავიანთი მისწრაფების გამო ნატო-ს წევრები უნდა გახდნენ“.
„ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, როგორ გავხადოთ ჩვენი ქვეყანა უფრო უსაფრთხო და სტაბილური, როგორ გახდეს არსებული თანამშრომლობის ფორმატი უფრო ინტენსიური, რომელიც მიგვიყვანს თავდაცვისუნარიანობის გაზრდასთან, ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებასთან ალიანსთან და საბოლოოდ ნატო-ში გაწევრიანებასთან, რაც ჩვენი უმთავრესი მიზანია. ჩვენ ვაპირებთ გაფართოვდეს ჩვენი თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა კონტრ-მობილურობა, კიბერუსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომელიც მომავალ წელსაა დაგეგმილი. გვაქვს შესანიშნავი პრაქტიკული თანამშრომლობა, ამ თანამშრომლობას გავაძლიერებთ. ჩემი აზრით, საქართველოში არის ხალხი, რომლებიც თავიანთი მისწრაფების გამო ნატო-ს წევრები უნდა გახდნენ და ჩემს ამ პოზიციას ალიანსის ბევრი წევრი იზიარებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


