უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 სექტემბერი, 2025 17:05
font-size

საქართველოში არის დემოკრატია, ყველას შეუძლია შეიკრიბოს კანონის ფარგლებში, ვინმეს თუ თავში აზრად მოუვა კანონის დარღვევა, ყველა მიიღებს საკადრის პასუხს კანონისგან - ირაკლი კობახიძე

ერთ-ერთი მიზანი, რატომაც დაანონსდა „ნაცმოძრაობის“ და მისი მეორე განშტოების მიერ 4 ოქტომბრის აქცია, არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიიღოს „ლელომ“ და გახარიამ, სუბიექტური ინტერესები არის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველას ჰყავს ერთი პატრონი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია არის ერთი ძალა, რომელსაც ეწოდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

„სინამდვილეში არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის. არის მხოლოდ ტაქტიკური სხვაობები. რაც შეეხება არჩევნებთან დამოკიდებულებას, არის ორი პარტია, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში. არის ორი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას ღალატად აცხადებს, მათ თავიანთი სუბიექტური ინტერესებიც აქვთ ბუნებრივია. ერთ-ერთი მიზანი, რატომაც დაანონსდა „ნაცმოძრაობის“ და მისი მეორე განშტოების მიერ 4 ოქტომბრის აქცია, არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიიღოს „ლელომ“ და გახარიამ, სუბიექტური ინტერესები არის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველას ჰყავს ერთი პარტონი. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ როგორც არ უნდა ჰქონდეთ მათ განსხვავებები ტაქტიკური თუ სუბიექტური, საბოლოო ჯამში, მათი პატრონი მაინც ერთად თხრის ხოლმე ამ პარტიებს. ასე მოხდება 4 ოქტომბერსაც, თუმცა არანაირი ფორმით მათ არ აქვთ წარმატების შანსი. საქართველოში არის დემოკრატია, ყველას შეუძლია შეიკრიბოს, თუმცა ყველას შეუძლია შეიკრიბოს კანონის ფარგლებში. ვინმეს თუ თავში აზრად მოუვა კანონის დარღვევა, ყველა მიიღებს საკადრის პასუხს კანონისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი