საზოგადოება
საქართველოში აივ ინფექციით დაახლოებით 10 500 ადამიანია დაავადებული - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში აივ ინფექციით დაახლოებით 10 500 ადამიანია დაავადებული, მაგრამ გამოვლენილია და იცის თავისი სტატუსი 7 380-მა ადამიანმა.
შესაბამისი განცხადება გამყრელიძემ შიდსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.
„მოგეხსენებათ, ეს დაავადება გლობალური პრობლემაა მთელ მსოფლიოში, რომლითაც დღესაც დაინფიცირებულია 36-37 მილიონამდე ადამიანი, თუმცა მათგან უკვე 20 მილიონი გადის მკურნალობას. ეს დაავადება კარგა ხანია, გახდა კონტროლირებადი, ანუ თუ მკურნალობ და იღებ მედიკამენტებს, მაშინ ცოცხლობ იმდენ ხანს, რაც ღმერთმა დაგიწესათ.
ჩვენთან ინფიცირებულია დაახლოებით 10 500 ადამიანი, მაგრამ გამოვლენილია და იცის თავისი სტატუსი 7 380-მა ადამიანმა. ანუ დაახლოებით 3000 ადამიანია ქვეყანაში, რომელიც არ არის დიაგნოსტირებული. აქედან გამომდინარე, 2018 წლის შიდსის მსოფლიო დღის დევიზია: „გაიგე შენი აივ სტატუსი!“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით, 1988 წლიდან 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის დღე აღინიშნება.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


