უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 იანვარი, 2026 16:44
font-size

საქართველოში ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული - კახა კალაძე

ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი და ვინ – მოყვარე, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის ქართველმა ხალხმა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გაერო-ში საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ დაგეგმილ მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე წარადგენს.

მისი შეფასებით, იმ სანქციებს, რომლებიც თუნდაც ალექსანდრე დარახველიძეს რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებამ დაუწესა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

„ვიცით, როგორ წესდებოდა სანქციები. ისინი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივით იყო, სინამდვილეში კი არცერთი მათგანი შინაარსობრივად გამართული არაა. არანაირი არგუმენტი და საფუძველი არ არსებობს, რომ საქართველოში ვინმე ყოფილიყო დასანქცირებული. ასევე, ბევრჯერ ვნახეთ, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში რატომ კეთდებოდა განცხადებები – ვიღაცა ამაში იხდიდა თანხას, რომელიც დაფარული იყო ვითომ ლობიზმით, სინამდვილეში კი ფულს იღებდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა „გაეშავებინათ“. ფარა-ს დოკუმენტში ეს ყველაფერი აღწერილია და საზოგადოებისთვის ცხადი და ნათელია. თუნდაც იმ ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებით, ვინ გამოვიდა უცხოეთიდან და ვინ ისაუბრა სიმართლე, რა ხდებოდა და როგორი ძალადობა იყო? გინახავთ რომელიმე ერთი უცხოელი მაინც გამოსულიყოს და ეს დაეგმოს ან აღნიშნულთან დაკავშირებით გაეკეთებინოს განცხადება? ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი ხედავს ყველაფერს, რა პროცესები მიდის და როგორი დამოკიდებულება აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ; რეალურად ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი და ვინ – მოყვარე, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის ქართველმა ხალხმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, იმ კრიტიკას, რომელიც ხშირ შემთხვევაში საქართველოსთან დაკავშირებით ისმის, არანაირი არგუმენტი არ გააჩნია.

„ის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული, ამას ნებისმიერი ადამიანი თუ ორგანიზაცია, ვინც სწორად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და არ აქვს პოლიტიკური მოტივები, რა თქმა უნდა, დაადასტურებს. გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე საქართველოში ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თვალსაზრისით. მაშინ იმ პერიოდს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ და იმაზე, რაც საქართველოში დღეს ხდება, ამბობენ, რომ თითქოს დემოკრატიული თვალსაზრისით ქვეყანამ უკან დაიხია. ეს ხომ ძალიან დიდი სისულელე და ტყუილია? ხალხი ამას ხომ ხედავს? საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახებზე გამოსცადა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, რა იყო 2012 წლამდე და რა მდგომარეობაა დღეს. ამიტომ, ის განცხადებები, რომელთაც ვისმენთ, ძალიან ხშირად გაგვიკრიტიკებია და ამ კრიტიკას აქვს საფუძველი. ხშირად ვამბობთ, რომ მსგავსი განცხადებები ტყუილია იმიტომ, რომ რეალურად არანაირი არგუმენტი არ არსებობს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი