პოლიტიკა
საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები - ირაკლი კობახიძე
საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები.
„ჩვენი უხეში გაანგარიშებით და მინდა გითხრათ, რომ გააქტიურებულია მიგრაციის დეპარტამენტის მუშაობა და ჩვენ, სავარაუდოდ, დაახლოებით 1 თვეში, მაქსიმუმ აპრილში გვექნება დაზუსტებული მონაცემები არალეგალური მიგრაციასთან დაკავშირებით, ჩვენი წინასწარი მონაცემებით, არალეგალი მიგრანტების რაოდეობა საქართველოში შეადგენს, დაახლოებით, 20 000-ს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დაახლოებით, 2 თვეში მაქსიმუმ გვექნება დაზუსტებული მონაცემები. 107 000+20 000 - ეს არის მთლიანობაში 127 000, ამას ემატება, დაახლოებით 125 000-მდე უკრაინის მოქალაქე, რომელიც ბინადრობის და ნებართვის გარეშე იმყოფება საქართველოში. რჩება, დაახლოებით, 100 000 მიგრანტი ამის მიღმა. საიდან მოდის ეს მაჩვენებელი - საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით. უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა ერთის გამოკლებით სარგებლობს ამ პრივილეგიით საქართველოში, არა მარტო ევროკავშირის, არამედ ევროპის ყველა ქვეყანაზეა საუბარი. ამ პრივილეგიით სარგებლობს ასევე შუა აზიის ყველა ქვეყანა და ე.წ. ყურის ყველა ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


