პოლიტიკა
საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს - თენგიზ ფხალაძე
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლისა და საგარეო ურთიერთობათა მდივნის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ვიზიტისას იქნება წაყენებული აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხი.
„ვიზიტი ითვალისწინებს ყველა იმ უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და უკრაინას შორის, როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ასევე, იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც მნიშვნელოვანია ევროპისა და აზიის სატრანსპორტო დერეფნისთვის. იქ არის ლაპარაკი რამდენიმე კონკრეტულ პროექტზე, გარდა ამისა, განხილული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხები“, - განაცხადა ფხალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტი ხელს მოაწერენ ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც განსაზღვრავს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებს. გარდა ამისა, ქვეყნის პირველი პირები ისაუბრებენ უსაფრთხოების საკითხებზეც.
ფხალაძემ აღნიშნა, რომ პოროშენკოს ვიზიტი ემთხვევა უკრაინა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ეწვევა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


