სამართალი
საქართველოსა და საფრანგეთის იუსტიციის მინისტრები აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს პარიზში ფრანგ კოლეგა ჟან ჟაკ ურვუას შეხვდა. იუსტიციის მინისტრები პარიზში მიმდინარე ნოტარიატის 28-ე საერთაშორისო კონგრესზე იმყოფებოდნენ, რომელიც ფრანგმა მინისტრმა გახსნა. მხარეებმა სამართლის სფეროში საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპეიზაციის და ევროპულ სამართლებრივ სისტემასთან დაახლოებისთვის გატარდა, _ იტყობინება იუსტიციის სამინისტრო.
საქართველოსა და საფრანგეთის იუსტიციის მინისტრებმა ნოტარიატის საქმიანობის შესახებ და ამ კუთხით საქართველოსა და საფრანგეთში არსებულ გამოწვევებსა და პრაქტიკაზეც გაამახვილეს ყურადღება. სამოქალაქო დავებით სასამართლოების გადატვირთულობის თემა ორივე ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემაა, რის გამოც სანოტარო მედიაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. თეა წულუკიანმა ფრანგ კოლეგას იმ პრაქტიკის შესახებ უამბო, რომელიც ბოლო წლებში დაინერგა საქართველოში და ნოტარიუსის მეშვეობით შედარებით მარტივი დავების მედიაციის გზით მოგვარებას ითვალისწინებს. ჟან ჟაკ ურვუასი აღნიშნული თემით დაინტერესდა საქართველოს გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.
შეხვედრის დასასრულ, ქართული რეფორმების უკეთ გაცნობის მიზნით, თეა წულუკიანმა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი საქართველოში მოიწვია.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


