პოლიტიკა
საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე იმსჯელეს
რეგიონში ახალი გამოწვევები, შავ ზღაში უსაფრთხოების განმტკიცება და ამ პროცესში საქართველოს ჩართულობის ფორმა იყო საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ლევან იზორიამ და გაბრიელ-ბენიამინ ლესმა ამ თვალსაზრისით თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები განიხილეს. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ნატოს უკვე წარდგენილი აქვს კონკრეტული წინადადებები, თუ რა ფორმით უნდა ჩაერთოს საქართველო შავის ზღვის უსაფრთხოების პრაქტიკულ ღონისძიებებში, - აცნობეს მედიანიუსს თავდაცვის სამინისტროდან.
“შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო თემაა. რუმინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებს განვიხილავთ. ჩვენ საფუძვლიანად ვიმუშავეთ და ნატოს უკვე წარვუდგინეთ კონკრეტული წინადადებები, თუ რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების პრაქტიკულ ღონისძიებებში. საქართველო უკვე მონაწილეობს სტრატეგიულ დისკუსიებში, მაგრამ აქ უკვე საუბარია პრაქტიკულ ღონისძიებებზე,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონული უსაფრთხოების გარდა ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის საკითხზე. ასევე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს და მასში რუმინელი წარმომადგენლის აქტიურ ჩართულობას.
აღსანიშნავია, რომ ნატოს არაწევრ პარტნიორ ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ალიანსის შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხვალ ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან კენეთ ჰენდელმანთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრის დროს განხილვის მთავარი თემა საქართველოს მზადყოფნის პროგრამა და ამ პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი - ვაზიანში ერთობლივი სასწავლო ცენტრის შექმნაა. ლევან იზორიას განცხადებით, აღნიშნული ცენტრის ჩამოყალიბება საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ნატოში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
„მსგავსი ცენტრი გერმანიაში არსებულ ამერიკულ ბაზაზე არსებობს და ჩვენ ის ცოტა ხნის წინ მოვინახულეთ. სწორედ ასეთი ცენტრის შექმნის სურვილი გვაქვს საქართველოში, რაც დიდი ამბიციაა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ თითოეული ეს აქტივობა უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის უსაფრთხოების სიმტკიცის გაზრდას. ჩვენი მთავარი მიზანია თავდაცვითი შესაძლებლობების და ჩვენი ქვეყნის მდგრადობის, მისი მტკიცე განვითარების ხელშეწყობა, რაც, ბუნებრივია, უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


