პოლიტიკა
საქართველოსა და ომანს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება განიხილება
22 მაისს ქალაქ მასკატში, ომანის სასულთნოში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ გამართა შეხვედრა ომანის ტურიზმის მინისტრთან, აჰმად ბინ ნასერ ალ-მაჰრიზისთან.
საქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისათვის არსებულ დიდ პოტენციალს. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ომანის სასულთნოდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვის ზრდის ტენდენციას (ტურისტთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. 2016 წელს ვიზიტორთა რიცხვმა 15 ათასი შეადგინა).
მხარეებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს ორ ქვეყანას შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისების განხორციელების შესაძლებლობის განხილვა, ვინაიდან მათი ოპერირება ხელს შეუწყობს როგორც ტურისტთა რიცხვის შემდგომი ზრდის დინამიკას, ასევე ორმხრივი ბიზნეს კონტაქტების გააქტიურებას.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოსა და ომანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობას. ომანში ვიზიტის ფარგლებში ელჩი ასევე შეხვდა სასულთნოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს, საიდ სალეჰ ალ-ქიუმის. გაიმართა კონსულტაციები სასულთნოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკისა და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან, სადაც განხილულ იქნა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


