პოლიტიკა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქუვეითში გაიმართა.
ვიცე პრემიერმა კოალიციას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში მნიშვნელოვანი წარმატება მიულოცა და დაადასტურა საქართველოს, როგორც კოალიციის წვერი სახელმწიფოს შემდგომი ძალისხმევა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მინისტრი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცებასაც მიესალმა და ტერორიზმის საბოლოოდ დასამარცხებლად საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი კოორდინირებული და ერთიანი ქმედებების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
მიხეილ ჯანელიძემ ღონისძიების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე საქართველოს ტერიტორიაზე სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით და აღნიშნა თუ რაოდენ დიდი ყურადღება ექცევა მთავრობის მხრიდან რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის პრევენციას. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მხრიდან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ მოწყვლად რეგიონებში ცალკეული პროექტების ეფექტურ იმპლემენტაციაზე, რაც უზრუნველყოფს ამ ადამიანების აქტიურ ინტეგრაციას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ ცხოვრებაში.
მინისტერიალზე ღონისძიების მონაწილეებმა ისლამური სახელმწიფოს წინააღდეგ გლობალური კოალიციის მიერ გატარებული ქმედებები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
გლობალური კოალიციის მინისტერიალი ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრის შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ-საბაჰისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. მინისტერიალში ასევე მონაწილეობენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და კოალიციაში ჩართული სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


