პოლიტიკა
საქართველოს უახლეს ისტორიაში გვაქვს მაგალითი იმისა, რომ მედია უარს აცხადებს ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრაზე - ბიძინა ივანიშვილი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“-ისა და „კავკასიის“ უარი მასთან შეხვედრაზე იმის მაჩვენებელია, რომ ის, რაც ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, ახლა აღარ ხდება.
რამდენიმე ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ „კავკასია“ წინა ხელისუფლების დროს „ფსევდოოპოზიციური“ არხი იყო, ხოლო ტელეკომპანია „მაესტროს“ სხვადასხვა ეტაპი ჰქონდა.
„საქართველოს უახლეს ისტორიაში გვაქვს მაგალითი იმისა, რომ მედია უარს აცხადებს ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრაზე. ხელისუფლებას მე არ წარმოვადგენ პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახლავართ. ის, რომ დღეს „რუსთავი 2“-მა და სატელიტად დაფიქსირებულმა „კავკასიამ“ უარი თქვეს შეხვედრაზე მოსვლით, ამით აჩვენეს ის, რომ რაც ხდებოდა ნაციონალური მმართველობის დროს, აღარ ხდება. თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის ტელევიზიები დახურული იყო. „კავკასია“ ჰქონდათ მაშინ ფსევდოოპოზიციური და იქ ახერხებდნენ „ორთქლის ამოშვებას“. „მაესტროს“ ჰქონდა სხვადასხვა ეტაპი და მინდა, რომ „მაესტროელებმა“ კარგად გამიგონ. იყო ეტაპი, როდესაც ისინი გმირულად იბრძოდნენ სიტყვის თავისუფლებისთვის და იყო ის ეტაპიც, როდესაც იმართებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი. გახსოვთ, რომ ოპოზიციას რეალურად აზრის გამოთქმის შესაძლებლობა არ ჰქონდა. დღეს მოხდა პირიქით, იგივე ხალხმა მოახერხეს და აერიდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრას“, - განაცხადა ივანიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


